„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3110
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-29
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.001.004.053
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 1992 წელი, მუხ. 100) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“;“.

2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაწესდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე ერთდროული ფულადი პრემია:

ა) ეროვნული გმირის ორდენზე – 10 000 ლარი;

ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე – 6 000 ლარი;

გ) დავით აღმაშენებლის ორდენზე – 4 000 ლარი;

დ) თამარ მეფის ორდენზე – 1 000 ლარი;

ე) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენზე – 1 000 ლარი;

ვ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე – 2 000 ლარი;

ზ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე – 1 000 ლარი;

თ) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე – 600 ლარი;

ი) ღირსების ორდენზე – 600 ლარი;

კ) მედალზე „სამოქალაქო თავდადებისათვის“ – 1 000 ლარი;

ლ) მედალზე „მხედრული მამაცობისათვის“ – 400 ლარი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 18 ივნისი.

№3110–Iს

კრებსითი — სრული ვერსია