,,საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-02-15
გამოქვეყნების თარიღი
2009-06-05
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.671
,,საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №30

2007 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ

 ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. შეიქმნას საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამ­თა­ვ­რობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

გოჩა მამაცაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

გიორგი მელიქიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

ლევან რაზმაძე – სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე

ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ეკატერინე შარაშიძე – საქართველოს პრეზიდენიტის ადმინისტრაციის უფროსი.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის დადგენილება №57-სსმIII,№45,02.04.2007წ., მუხ.503

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №190-სსმIII,№128,13.09.2007წ., მუხ.1403

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №291-სსმIII,№182,24.12.2007წ., მუხ.2031

2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს გიგი უგულავას – ქალაქ თბილისის მერს.

3. დამტკიცდეს საქართველოს წყალმომარაგებისა და სანი­­ტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამ­­­თავრობო კომისიის თანდართული დებულება.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის დადგენილება №57-სსმIII,№45,02.04.2007წ.,მუხ.503

2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №190-სსმIII,№128,13.09.2007წ., მუხ.1403

3. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №291-სსმIII,№182,24.12.2007წ., მუხ.2031

4. ძალადაკარგულია – საქართველოს მთავრობის 2009 წლის 5 ივნისის დადგენილება №104-სსმIII, №70, 10.06.2009წ., მუხ.762


საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრო­ბის სათათბირო ორგანო, რომელიც საქართველოს წყალმომა­რაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის სექტორში რე­ფორ­მების განხორციელების მიზნით შეიმუშავებს პოლიტიკას და საქარ­თველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებ­სა და წინადადებებს.

2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, გან­კარგუ­ლებებისა და ამ დებულების შესაბამისად.

    მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანებია საქართველოს წყალმო­მა­­რაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის სექტორში რეფორმების განსახორციელებლად შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები, დასკვნები და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის სექტორში რეფორმების განხორციელების მიზნით შეიმუშაოს სტრატეგია;

ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის რეფო­რ­მასთან დაკავშირებული დასკვნები და წინადადებები;

გ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნ­ველ­ყოფის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის სამართლებრივ ბაზაში ცვლილებების შესახებ;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნ­ველყოფის რეფორმის განხორციელებისათვის აუცილებელი ნების­მიერი ინფორმაცია;

ე) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;

ვ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები.

    მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერ­თობაში.

2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კომისიის თავ­მჯდომარის არყოფნისას ასრულებს თავ­მჯდომარის უფლე­ბამოსილებებს.

3. კომისიის მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგა­ნიზებას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომის მასალების შენახვისა და დაცვისათვის.

4. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემ­თხვევაში საქართველოს მთავრობა ერთ კვირაში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.

    მუხლი 5. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დასკვნების სახით კომისიის სხდომებზე.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადა­წყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამ­სწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის შემადგენლობის 1/3-ისა.

4. კომისიის შეკრებისა და კომისიის სხდომის ორგანი­ზების წესს განსაზ­ღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

    მუხლი 6. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუ­ნ­­­ველყოფას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების სამინისტრო.

    მუხლი 7. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონ­მდებლობის შესაბამისად.

კრებსითი — სრული ვერსია