„საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3511
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-07-21
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-03
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.004.139
„საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32(39), 1999 წელი, მუხ. 166)  მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. ამ კოდექსის III თავის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო საარბიტრაჟო, უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან. სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია გაიცემა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების ან/და ამ ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოების წესების შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 21 ივლისი.

№3511–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია