„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3066
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-05-04
გამოქვეყნების თარიღი
2010-05-17
სარეგისტრაციო კოდი
300.050.000.05.001.004.031
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) მე-40 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, თუ ის არ არის ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მფლობელი, ეკრძალება ყოველგვარი საქმიანობა, გარდა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორობისა ან/და ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის დელეგირებული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 4 მაისი.

№3066–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია