„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3026
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-04-27
გამოქვეყნების თარიღი
2010-05-10
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.001.004.024
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 1992 წელი, მუხ. 100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-3 პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ2) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენზე – 1 000 ლარი;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ კანონის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიები გაიცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 27 აპრილი.

№3026–რს

კრებსითი — სრული ვერსია