,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3289
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-07-02
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-16
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.004.094
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 ნაწილი:

„211. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტელემაუწყებლის ლიცენზიის მფლობელებს, აგრეთვე საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუწყდეთ 2010 წლის 1 მარტის მდგომარეობით წარმოშობილი საგადასახადო დავალიანებები. ამასთანავე, საგადასახადო ორგანოებმა აღნიშნულ დავალიანებათა (მათ შორის, საურავების) ჩამოწერა განახორციელონ გადამხდელის პირად ბარათზე ასახვით, ამ კოდექსის 92-ე მუხლის გაუთვალისწინებლად. დავალიანების ჩამოწერის წესი განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 2 ივლისი.

№3289–რს

კრებსითი — სრული ვერსია