საქართველოს კანონი
„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 246) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებების დაცვას, რომლებიც მოთავსებულია სამხედრო ნაწილებში ან ინახება განსაზღვრულ ადგილებში; საქართველოს საჰაერო სივრცეში ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების მომზადებასა და გამოყენებას; მონაწილეობს სამხედრო ობიექტებზე ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციებში.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 27 აპრილი.
№3022–რს