„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2959
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-04-20
გამოქვეყნების თარიღი
2010-05-04
სარეგისტრაციო კოდი
200.110.020.05.001.003.995
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) მე-3 მუხლს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო გრანტების გაცემა.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 20 აპრილი.

№2959–Iს

კრებსითი — სრული ვერსია