საქართველოს კანონი „მშენებლობის ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2707
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-24
სარეგისტრაციო კოდი
330.130.000.05.001.003.935
საქართველოს კანონი „მშენებლობის ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„მშენებლობის ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მშენებლობის ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 09.07.2004, მუხ. 70) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფისათვის საჭირო სპეციალური შენობა-ნაგებობა (სამრეწველო, სამეცნიერო-საკონსტრუქტორო, სამხედრო, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების, საბაჟო, სასაზღვრო დანიშნულების და სხვა) შესაბამისი უწყების მოთხოვნის საფუძველზე;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 9 მარტი.

№2707–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია