საქართველოს კანონი
„საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 29.03.2005, მუხ. 72) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება ლიცენზირებას არ ექვემდებარება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 9 მარტი.
№2726–Iს