„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2721
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-24
სარეგისტრაციო კოდი
110.030.060.05.001.003.920
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების  შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №5-6, 24.04.96, გვ. 66) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მხარეთა წარმომადგენლები – ნდობით აღჭურვილი პირები, რომელთათვისაც მხარეებს კანონით დადგენილი წესით გადაცემული აქვთ თავიანთი უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლის დანიშვნა სავალდებულოა, თუ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შემტან პირთა რაოდენობა ორზე მეტია, აგრეთვე თუ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შემტანი პირი მოთავსებულია პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. წარმომადგენლის რწმუნებულება უნდა დამოწმდეს სანოტარო ან შესაბამისი დაწესებულებისათვის დადგენილი წესით;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                       

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 9 მარტი.

№2721–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია