„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2720
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-24
სარეგისტრაციო კოდი
460.080.000.05.001.003.919
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 21) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების სპორტული საქმიანობა

პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია, როგორც წესი, უზრუნველყოფს კონტროლს მათში მყოფ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ატარებს აუცილებელ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს სპორტულ-გამაჯანსაღებელ მეცადინეობათა ჩატარების პირობებს შესაბამისი ინვენტარითა და მოწყობილობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                       

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 9 მარტი.

№2720–Iს

კრებსითი — სრული ვერსია