„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2713
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-24
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.05.001.003.912
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ. 187) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) აღასრულოს სასამართლოს, პროკურორის და გამომძიებლის გადაწყვეტილებები დაკავების ან დაპატიმრების შესახებ, ასევე მოსამართლის დადგენილებები ადმინისტრაციული დაპატიმრების შესახებ, უზრუნველყოს დაკავებული ან დაპატიმრებული პირის დაცვა და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა;“.

2. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დაკავების ან პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევის აღსაკვეთად;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 9 მარტი.

№2713–Iს

კრებსითი — სრული ვერსია