„საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2699
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-24
სარეგისტრაციო კოდი
010.190.070.05.001.003.910
„საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 36) 171 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 171. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება

ფრაქციას უფლება აქვს, თავისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესის შესაბამისად დასვას საკითხი მის შემადგენლობაში შემავალი პარლამენტის წევრისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                      

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 9 მარტი.

№2699–Iს

კრებსითი — სრული ვერსია