„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2701
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-24
სარეგისტრაციო კოდი
010.190.040.05.001.003.908
„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 201) 151 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 151. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება

პარლამენტის წევრს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესის შესაბამისად შეიძლება მიეცეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                     

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 9 მარტი.

№2701–Iს

კრებსითი — სრული ვერსია