„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2703
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-24
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.05.001.003.907
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 2000 წელი, მუხ. 49) X თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი X.

პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირის უფლებები

    მუხლი 45

1. სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირისათვის ხორციელდება სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით.

2. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებისთანავე პირს უფლება აქვს, მოითხოვოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევა, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და საჭიროებისას – სამედიცინო მომსახურება.

    მუხლი 46   

პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირი სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით.(ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)

 

    მუხლი 47

პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციას შეუძლია შეზღუდოს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირის უფლება – აირჩიოს სამედიცინო მომსახურების გამწევი. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.(ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 9 მარტი.

№2703–Iს

კრებსითი — სრული ვერსია