„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2672
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-02-26
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-10
სარეგისტრაციო კოდი
320.110.000.05.001.003.892
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) 511 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით; კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელთა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი        მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 26 თებერვალი.

№2672-Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია