„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2535
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-01-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-23
სარეგისტრაციო კოდი
290.120.000.05.001.003.881
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე

    მუხლი 1

 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი „ავტომოტო-ტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 15).

   

    მუხლი 2

     ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ლიკვიდაცია.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2823 - სსმ I,  №12, 24.03.2010 წ., მუხ.68

    მუხლი 3

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს კრედიტორული დავალიანებები დაიფაროს მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს კუთვნილი ქონებიდან. სახელმწიფო არ არის აღნიშნული ვალდებულებების უფლებამონაცვლე.

    მუხლი 4

2013 წლამდე, სავალდებულო დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის მიღებამდე ავტო-სატრანსპორტო საშუალებების იმ კატეგორიებს, რომლებიც ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას, დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

    მუხლი 5

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 იანვარი.

№2535–რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2823 - სსმ I,  №12, 24.03.2010 წ., მუხ.68

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია