„საქართველოს შრომის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2508
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2010-01-13
სარეგისტრაციო კოდი
270.000.000.05.001.003.867
„საქართველოს შრომის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს შრომის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 19.06.2006, მუხ. 183) 36-ე მუხლის  მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან/და კრიზისულ ცენტრში მოთავსება, რომლის დროსაც შეუძლებელი ხდება მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა წელიწადში;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 28 დეკემბერი.

№2508–რს

კრებსითი — სრული ვერსია