„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2480
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-31
სარეგისტრაციო კოდი
010.260.000.05.001.003.857
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტში და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65 1  მუხლის 6 2  და 6 3  პუნქტებში ჩამოთვლილი ობიექტებისა, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს თხოვნის საფუძველზე, ხოლო ქალაქ თბილისს – ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8 1  მუხლი:

     „მუხლი 8 1 . ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების რეგისტრაცია

1. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონება, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65 1  მუხლის 6 2  და 6 3  პუნქტებით განსაზღვრული ქონებისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში რეგისტრირდება ამ კანონის შესაბამისად.

2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65 1  მუხლის 6 2  და 6 3  პუნქტებით განსაზღვრული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო წერილობითი მოთხოვნით მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს და წარუდგენს სათანადო დოკუმენტაციას, რაც აღნიშნული ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველია.

3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65 1  მუხლის 6 2  და 6 3  პუნქტებით განსაზღვრული ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციისა და საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო აცნობებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 25 დეკემბერი.

№2480–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია