„საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2472
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-31
სარეგისტრაციო კოდი
340.150.000.05.001.003.850
„საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონი

„საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1. „საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 16.01.2009, მუხ. 4) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 სექტემბრამდე მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტები სათანადო საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; ამასთანავე, გადახედოს სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში, სპორტულ დარბაზებში, სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებათა შენობებში, ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების ტერიტორიებზე, ყველა შენობა-დაწესებულებაში, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები, და საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის წესებთან მიმართებით არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებს და საჭიროების შესაბამისად მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტები 2010 წლის 31 დეკემბრამდე.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის  1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 25 დეკემბერი.

№2472–რს

კრებსითი — სრული ვერსია