საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2349
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-12-15
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-28
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.003.815
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 1552 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1552. მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა

1. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ორი ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით 30 დღემდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათი ათასი ლარის ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომის გამოყენება საკმარისად არ ჩაითვლება, – ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით 60 დღემდე, სამართალდარღვევის საგნის, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალებების კონფისკაციით ან კონფისკაციის გარეშე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 15 დეკემბერი.

№2349_IIს

კრებსითი — სრული ვერსია