„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2325
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-12-15
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-22
სარეგისტრაციო კოდი
130.030.000.05.001.003.813
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ.53) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს რუკები, გარდა სამხედრო და სპეციალური დანიშნულების რუკებისა, რომლებზედაც დატანილია სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებული ცნობათა ნუსხით განსაზღვრული, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთვის მიკუთვნებული ინფორმაცია და მონაცემები.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი             მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 15 დეკემბერი.

№2325_IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია