საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
დოკუმენტის ნომერი
2314
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-12-11
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-18
სარეგისტრაციო კოდი
010.190.030.06.001.003.803
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

     საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 109-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ6 “ და „ჰ7 “ ქვეპუნქტები:

„ჰ6 ) გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის და ამ რეგლამენტის 2612  მუხლის შესაბამისად ხელმძღვანელობს გენდერული თანასწორობის საბჭოს;

ჰ7 ) გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საბჭოს წევრებს.“.

2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2612  მუხლი:

     „მუხლი 261 2  

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – მისი ერთ-ერთი მოადგილე. გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს შესაბამისად პარლამენტის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის სამდივნო.“.

    მუხლი 2

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                             დ. ბაქრაძე

თბილისი,

2009 წლის 11 დეკემბერი.

№2314–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია