„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2268
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-12-04
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-21
სარეგისტრაციო კოდი
310.090.000.05.001.003.788
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 463) მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.“;

ბ) 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 4 დეკემბერი.

№2268–IIს

კრებსითი — სრული ვერსია