„სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2264
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-12-04
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-21
სარეგისტრაციო კოდი
330.090.000.05.001.003.784
„სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 2000 წელი, მუხ. 110) მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია (არქმშენინსპექცია) და მის სისტემაში შემავალი ადგილობრივი ინსპექციები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 4 დეკემბერი.

№2264–IIს

კრებსითი — სრული ვერსია