საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2233
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-12-04
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-04
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.003.776
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საბაჟო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) 215-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე ჩასარიცხი თანხის პროცენტი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს პროცენტი იმდენი უნდა იყოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ზედმეტად გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება ამ კოდექსით განსაზღვრულ ვადაში.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წყაროდანაც, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 4 დეკემბერი.

№2233–IIს

კრებსითი — სრული ვერსია