„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2228
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-12-04
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-21
სარეგისტრაციო კოდი
330.090.000.05.001.003.772
„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 72) 31 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე და ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოებისათვის ადგენს ამ ობიექტებზე ზედამხედველობის გეგმას და იღებს ინფორმაციას მისი შესრულების შესახებ. იმ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, რომელთა მშენებლობა წარმოებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე, სახელმწიფო ზედამხედველობას ასევე ახორციელებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები მთავარი არქმშენინსპექციის გადაწყვეტილებით, ობიექტების პარამეტრებისა და სპეციფიკურობის გათვალისწინებით;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 4 დეკემბერი.

№2228–IIს

კრებსითი — სრული ვერსია