„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2194
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-12-01
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-07
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.003.759
„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ სა-ქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 37) მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაზე ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საბაჟო მოსაკრებლის განაკვეთები სამმაგდება.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნების-თანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 1 დეკემბერი.

№2194–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია