„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2176
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-12-01
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-10
სარეგისტრაციო კოდი
240.090.000.05.001.003.749
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 24-ე მუხლის:

ა) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„28. საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვა.“;

ბ) 28-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 პუნქტი:

„281. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა.“.

    მუხლი 2.

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

ა) „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის №212 დადგენილება;

ბ) „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სარგებლობის ლიცენზიის (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენების სიხშირეებსა და დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობაზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 23 აგვისტოს №86 ბრძანება.

    მუხლი 3.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 1 დეკემბერი.

№2176–IIს

კრებსითი — სრული ვერსია