საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , №8, 25.03.2004, მუხ . 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება :
1 . 31-ე მუხლი ს:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პარლამენტის თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე არ შეიძლება იყვნენ კომიტეტის შემადგენლობაში.“;
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების კომიტეტის შემადგენლობაში გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი რაოდენობის შესაბამისად.“.
2. 106-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პარლამენტის წევრი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთ თანამდებობაზე, გარდა ფრაქციაში და დროებით კომისიაში დაკავებული თანამდებობებისა.“.
მუხლი 2.
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 4 დეკემბერი.
№ 2170–IIს