,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-01-17
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-24
სარეგისტრაციო კოდი
010.240.000.10.003.000.646
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №5

2007 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №134, მუხლი 1479) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 10 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია