საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქარვთველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 218 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესსა და საფასურს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანხმობით.“.
2. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულებასა და საფასურს;“;
ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) ამტკიცებს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისა და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესსა და საფასურს;“;
გ) „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯ) განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანხმობით ამტკიცებს მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებასა და საფასურს;“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 17 ნოემბერი.
№2079–IIს