საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2035
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-11-06
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-19
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.003.728
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 306) მე-2 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კანონის პირველი მუხლის 89-ე ნაწილის „დ“, „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები,   98-ე ნაწილი და 103-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ ბრიუსელის 1983 წლის 14 ივნისის საერთაშორისო კონვენციის 2007 წლის ვერსიის შესაბამისად „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების ძალაში შესვლისთანავე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 24 სექტემბერი.

№2035–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია