„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2002
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-11-06
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-19
სარეგისტრაციო კოდი
210.020.100.05.001.003.723
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 და 103 პუნქტები:

„102. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ქ. ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში იმ ახლად აშენებულ არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, რომლის მესაკუთრეც არის სამორინეს მომწყობი პირი, ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.

103. ამ მუხლის 102 პუნქტის მიზნებისათვის პირობებს, რა შემთხვევაშიც ჩაითვლება სასტუმრო ახლად აშენებულად, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

2. 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

            „მუხლი 111.გარდამავალი დებულება

1. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), საბ-რძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების საქართველოდან ექსპორტის თაობაზე ნებართვების გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

2. საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 1 დეკემბრამდე განსაზღვროს პირობები, რა შემთხვევაშიც ჩაითვლება სასტუმრო ახლად აშენებულად.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 6 ნოემბერი.

№2002–IIს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია