„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1984
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-11-03
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-06
სარეგისტრაციო კოდი
010.260.000.05.001.003.722
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

        მუხლი 1.  „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2(9), 1999 წელი, მუხ. 13) 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობა საქართველოს კონტინენტურ შელფზე

საქართველოს და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საქართველოს კონტინენტური შელფის რესურსების მოძიება, დაზვერვა, დამუშავება და გამოყენება, კაბელებისა და მილსადენების გაყვანა და კონტინენტურ შელფთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა ხორციელდება შესაბამისი ორგანოების თანხმობით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 3 ნოემბერი.

№1984-IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია