„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1963
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-11-03
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-19
სარეგისტრაციო კოდი
040.150.000.05.001.003.707
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 16.06.2004, მუხ. 50) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი;“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.“.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოები

1. სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით.

2. სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოები არიან:

ა) სამინისტრო;

ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ეროვნული სააგენტო);

გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდგომში – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო).

3. ეროვნული სააგენტო აწარმოებს ამ კანონის მე-4 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ სახელმწიფო რეესტრებს.

4. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო აწარმოებს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო რეესტრს.“.

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონით და სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“.

5. 131 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.     ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 3 ნოემბერი.

№1963 – IIს

კრებსითი — სრული ვერსია