„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1938
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-11-03
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-19
სარეგისტრაციო კოდი
040.110.030.05.001.003.698
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №42, 29.07.2005, მუხ. 303) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საპრივატიზებო გეგმის მომზადება, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაზე – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოზე გაცემული თანხმობის საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებასთან – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან შეთანხმება და დამტკიცება. საპრივატიზებო გეგმა შეიძლება დამტკიცდეს საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ლოტებად დაჯგუფების პრინციპით;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 3 ნოემბერი.

№1938–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია