„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1921
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-11-03
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-19
სარეგისტრაციო კოდი
040.050.000.05.001.003.681
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 441) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დასაშვებია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირით დროებით სარგებლობა საგამოფენო ან სხვა მიზნებით. დოკუმენტის დედანი საგამოფენო მიზნით გამოიყენება მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით.“.

2. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29

ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის საზღვარგარეთ დროებით გატანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 3 ნოემბერი.

№1921–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია