„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1915
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-11-03
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-19
სარეგისტრაციო კოდი
440.050.000.05.001.003.675
„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 481) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. 103 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. დაწესებულების დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარებამდე დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.“.

2. 151 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის და სამეცნიერო ფონდის დირექტორებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 3 ნოემბერი.

№1915–IIს

კრებსითი — სრული ვერსია