საქართველოს კანონი
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 10.04.2007, მუხ. 97) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ადმინისტრაციის უფროსი გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 22 ოქტომბერი.
№1885–IIს