„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1884
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-10-22
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-09
სარეგისტრაციო კოდი
240.140.000.05.001.003.655
„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„თავისუფალი ვაჭრობისა და  კონკურენციის შესახებ“ საქართველოს  კანონში დამატების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1 . „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 27.06.2005, მუხ. 188) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს ნორმატიული აქტია თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება.“.

    მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის  1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 22 ოქტომბერი.

№1884–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია