საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
დოკუმენტის ნომერი
1718
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-10-06
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-12
სარეგისტრაციო კოდი
010.190.030.06.001.003.643
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი                                                        საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2713 მუხლი:

     „მუხლი 2713

1. 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ იმ პარლამენტის წევრებს, რომელთაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება არ არის ცნობილი, უფლება აქვთ 2010 წლის 1 იანვრამდე უფლებამოსილების აღდგენის შესახებ განცხადებით მიმართონ პარლამენტის თავმჯდომარეს.

2. განცხადება განსახილველად 3 დღის ვადაში გადაეცემა პარლამენტის შესაბამის კომიტეტს, რომელიც ერთი კვირის ვადაში განიხილავს მას და სათანადო დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელსაც პ არლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

3. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს დადგენილებით.“ .

    მუხლი 2.

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამე ნ ტის თავმჯდომარე დ . ბაქრაძე

თბილისი,

2009 წლის 6 ოქტომბერი.

№1718 _ IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია