„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1703
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-12
სარეგისტრაციო კოდი
470.200.000.05.001.003.642
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ. 8) შეტანილ  იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. XI თავი ამოღებულ იქნეს.

2. 371 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენს სამინისტროს მიერ უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი), ხოლო საქმეს განიხილავს სასამართლო.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 16 ოქტომბრიდან.      

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 24 სექტემბერი.

№1703–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია