„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1696
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-12
სარეგისტრაციო კოდი
360.050.000.05.001.003.636
„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 51) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენცია კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოწესრიგების სფეროში

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოწესრიგების სფეროში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენცია განისაზღვრება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                     

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 24 სექტემბერი.

№1696–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია