„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1695
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-12
სარეგისტრაციო კოდი
100.030.010.05.001.003.635
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მსჯავრდებულის განთავისუფლების მომზადების პროცესში სოციალური სამსახურის მუშაკი ატყობინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომ მსჯავრდებული განთავისუფლების შემდეგ საჭიროებს სოციალურ დახმარებას. თუ არ არის ცნობილი მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის საცხოვ-რებელი ადგილი, სოციალური სამსახურის მუშაკი ინფორმაციას აწვდის ადგილობრივი თვითმმართველობის იმ ორგანოებს, რომელთა ტერიტორიაზედაც ცხოვრობდა მსჯავრდებული.“.

2. 93-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე საზოგადოებრივ კონტროლს ახორციელებს მუდმივმოქმედი კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან ადგი-ლობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწენი, არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები. სასჯელაღსრულების დაწესებულების მუშაკები ამ კომისიის შემადგენლობაში არ შედიან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 24 სექტემბერი.

№1695–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია