,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
205
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-11-08
გამოქვეყნების თარიღი
2006-11-09
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.589
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №205

2006 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტისა და 153-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს­თან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილების (სსმ III, 2005 წელი, №6, მუხლი 71) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო შემდეგი შემადგენ­ლობით:

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

ლაშა გოცირიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავ­მჯდომარის მოადგილე

კახა დამენია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

კონსტანტინე კორკელია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

დავით ლომიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, საბ­ჭოს მდივანი

ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ვახტანგ ჯორბენაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია