„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1693
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-12
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.05.001.003.633
„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 30.09.2002, მუხ. 125) მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) პირი – ფიზიკური პირები და ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე იურიდიული პირები, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, სხვა სახელმწიფო ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;“.

  მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა-ნავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 24 სექტემბერი.

№1693–IIს

კრებსითი — სრული ვერსია