საქართველოს კანონი
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 47) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ბ1“ და „ბ.ბ2“ ქვეპუნქტები:
„ბ.ბ1) ერთჯერადი ორდინალური ვიზა 90 დღემდე _ 20 აშშ დოლარი;
ბ.ბ2) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 90 დღემდე _ 30 აშშ დოლარი;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 31 ივლისი.
№1564–რს