„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1562
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-13
სარეგისტრაციო კოდი
010.120.000.05.001.003.600
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დიპლომატიური, სამსახურებრივი, ორდინალური და სასწავლო ვიზები გაიცემა საქართველოში ერთჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით.“.

2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დიპლომატიური ვიზა გაიცემა:

ა) 360 დღის მოქმედების ვადით – საქართველოში მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით;

ბ) 90 დღემდე მოქმედების ვადით – საქართველოში მრავალჯერადი ან ერთჯერადი შემოსვლის უფლებით.“.

3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურებრივი ვიზა გაიცემა:

ა) 360 დღის მოქმედების ვადით – საქართველოში მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით;

ბ) 90 დღემდე მოქმედების ვადით – საქართველოში მრავალჯერადი ან ერთჯერადი შემოსვლის უფლებით.“.

4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ორდინალური ვიზა გაიცემა:

ა) 360 დღის მოქმედების ვადით – საქართველოში მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით;

ბ) 90 დღემდე მოქმედების ვადით – საქართველოში მრავალჯერადი ან ერთჯერადი შემოსვლის უფლებით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 31 ივლისი.

№1562–რს

კრებსითი — სრული ვერსია